წყალი 15 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართები
1774983408
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა,
სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების
განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 103 მოქალაქე
საქართველოდან გააძევეს.
მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების
შედეგად, ქვეყნიდან გაძევებულ იქნა: თურქეთის, ინდოეთის, ეგვიპტის,
რუსეთის, თურქმენეთის, ბანგლადეშის, პაკისტანის, უზბეკეთის, ჩინეთის
აზერბაიჯანის, ნიგერიის, ბულგარეთის, ყაზახეთის, ტაჯიკეთის, განას, კონგოს,
ტაილანდისა და სხვა სახელმწიფოების - ჯამში 103 მოქალაქე.
ქვეყნის მასშტაბით ინტენსიურად მიმდინარე შესაბამისი კომპლექსური
ღონისძიებების შედეგად, მიმდინარე წლის მხოლოდ მარტის თვეში 360, ხოლო 2026
წლის პირველ კვარტალში 904 უცხოელი არალეგალის გაძევება განხორციელდა
საქართველოდან.
მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.