პირველი აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
1774985021
თბილისის საქალაქო სასამართლოში ნეონაცისტური დაჯგუფების წევრების პროცესი გვიანობამდე გაგრძელდა. ფაშისტური იდეოლოგიის მხარდაჭერისა და ძალადობის ბრალდებით დაკავებულებს მოსამართლემ, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა.
ადვოკატი თამარ გაგუა აცხადებს, რომ პატიმრობის შეფარდების ფორმალური და ფაქტობრივი საფუძვლები არ არსებობდა და დაცვის მხარე გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.
"არცერთ ვიდეოკადრში, არცერთ მოწმის ჩვენებაში არ არის მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ ჩემმა დაცვის ქვეშ მყოფმა რაიმე სახის დანაშაული ჩაიდინა, მითუმეტეს, იმ სახის დანაშაული, რასაც 225-ე მუხლი თავის თავში გულისხმობს. მივუთითებდით, რომ არც ფორმალური და არც ფაქტობრივი საფუძვლები არ არსებობდა, მითუმეტეს, არასრულწლოვანის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის გამოსაყენებლად. დაცვის მხარე ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და აუცილებლად გაასაჩივრებს დადგენილ ვადაში," - აცხადებს ადვოკატი.
მედიასთან კომენტარი გააკეთა საქმის პროკურორმაც. თორნიკე მახათაძე აცხადებს, რომ ბრალდებულების მხრიდან არსებობდა როგორც ახალი დანაშაულის ჩადენის, ასევე მიმალვისა და მტკიცებულებათა განადგურების საფრთხეები, რასაც ეფუძნებოდა თითოეული მათგანის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნაც.
"ბრალდების მხარემ მოიპოვა ვიდეოჩანაწერები, რითაც დასტურდება კონკრეტული ძალადობის ფაქტები. ასევე, დაზარალებულისა და სხვა ნეიტრალური პირების ჩვენებები, მათ შორის, გამოკითხვის ოქმები იმ პირებისა, რომლებიც უშუალოდ შეესწრნენ ძალადობას, ასევე, ბრალდებულებისა და დაზარალებულების გადაადგილების ვიდეოჩანაწერები, შესაბამისი სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები და პირთა ამოცნობის ოქმები, რითაც დგინდება კონკრეტული პირების ვინაობა. ბრალდების მხარემ თითოეული მათგანის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა. ვაპელირებდით, რომ არსებობდა თითოეული მათგანის მხრიდან როგორც ახალი დანაშაულის ჩადენის, ასევე მიმალვისა და მტკიცებულებათა განადგურების საფრთხეები. სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია და თითოეული ბრალდებულისა და კანონთან კონფლიქტში მყოფი პირის მიმართ გამოყენებულ იქნა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა," - განაცხადა პროკურორმა.
გამოძიების ინფორმაციით, ნეონაცისტური დაჯგუფების წევრები მსხვერპლს წინასწარ არჩევდნენ - მათთვის მიუღებელი ეროვნებისა თუ ცხოვრების წესის მქონე პირებს, მათ შორის არასრულწლოვანებს, თავს ჯგუფურად ესხმოდნენ და ფიზიკურად თუ ფსიქოლოგიურად ძალადობდნენ. სასტიკ კადრებს ბრალდებულები თავადვე იღებდნენ და დახურულ ჯგუფებში ავრცელებდნენ. საქმეში ფიგურირებს პირადი ნივთების წართმევისა და თანხის გამოძალვის ფაქტებიც. 13 დაკავებულიდან 7 არასრულწლოვანია. მათ 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
პირველი აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
1774985021
სიახლე, რომელიც დღეიდან ამოქმედდა
1775024604