წყალი 15 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართები
1774983408
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" მხარდაჭერით, ქართული კომპანიები საკვები და სასმელი პროდუქტების ერთ-ერთ წამყვან საერთაშორისო B2B გამოფენაზე IFE London 2026 წარსდგნენ.
გამოფენა 30 მარტიდან 1 აპრილის ჩათვლით ლონდონში იმართება.
ღონისძიება ყოველწლიურად 25 000 ვიზიტორსა და 1 500 მონაწილეს აერთიანებს მსოფლიოს 105 ქვეყნიდან, სადაც კომპანიებს შესაძლებლობა აქვთ გამოფენის სტუმრებს წარუდგინონ უახლესი პროდუქტები, გაეცნონ ინდუსტრიის სიახლებსა და გამოწვევებს და დაამყარონ ახალი ბიზნეს კონტაქტები.