„მითხრა, იმ გუმბათის ჩამოვარდნის ხმა ახლაც ჩამესმისო... ვინც ჯვარი ჩამოხსნა, მის ოჯახს შავი არ გაუხდია...“ - რა ისტორიას იხსენებს ასმათ ტყაბლაძე

ასმათ ტყაბლაძე

მსახიობი ასმათ ტყაბლაძე ერთი ოჯახის ტრაგიკულ ისტორიას იხსენებს, რომელიც ტაძრიდან ჯვრის ჩამოსხნის შემდეგ, ფაქტობრივად, ამოწყდა.

დუშეთში, ბულვარის ტერიტორიაზე იყო ტაძარი. კომუნისტებმა დაანგრიეს და ეს ყველაფერი ხალხს აყურებინეს. დედაჩემი მეუბნებოდა, დღესაც ჩამესმის იმ გუმბათის ჩამოვარდნის ხმაო... ვინც ეკლესიას ჯვარი ჩამოხსნა, საუბედუროდ, მისი ოჯახის ქალებს შავი არ გაუხდიათ. ძალიან ცუდად დამთავრდა იმ ოჯახის ისტორია. ყველამ უნდა იცოდეს, რომ რაღაც არსებობს, რისი რწმენაც აუცილებელია... ურწმუნო ადამიანი უზნეოც არის და ყველაფერი ცუდი...“ - იხსენებს ასმათ ტყაბლაძე.