„თუ ეს ნივთი სახლში გაქვთ, გადააგდეთ…“ - გიორგი ღოღობერიძე მიმართვას ავრცელებს
1761929604
                                                                საქართველოს პარლამენტის წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ თემურ ჯანაშია ამბობს, რომ პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა მძიმეა.
ამის შესახებ მან კლინიკა „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„ადამიანს არ შეუძლია კომუნიკაცია, რაღაცები დავილაპარაკეთ ძალიან ცოტა, საუბრის დროს იღლება და არის სიკვდილის პირას, ეს არ არის ნორმალური“, - თქვა თემურ ჯანაშიამ.
თუმცა, კლინიკა „ვივამედის“ კლინიკური დირექტორი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა კრიტიკული არ არის.
„მდგომარეობას კრიტიკულად ნამდვილად ვერ შევაფასებ და ვერც მკურნალი ექიმი აფასებს მდგომარეობას კრიტიკულად... ვინაიდან პაციენტი არის სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან, მისი ინფორმაცია ახლანდელი ჯანმრთელობის შესახებ უნდა მიიღოთ პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო დეპარტამენტიდან“, - თქვა მან.