მეუფე შიო - ჩვენმა ხელისუფლებამ ტრადიციული ღირებულებების დაცვის მიმართულებებით ძალიან გაბედული და ქმედითი ნაბიჯები გადადგა

მეუფე შიო

შარშან მიღებული კანონით სოდომური ცოდვის პროპაგანდის წინააღმდეგ, ასევე გენდერული იდენტობის ცნების ამოღებით კანონებიდან, მინდა, მადლობა გითხრათ და დაგლოცოთ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ ტრადიციული ღირებულებების დაცვის მიმართულებებით ძალიან სასიკეთო, გაბედული და ქმედითი ნაბიჯები გადადგა, ვგულისხმობ შარშან მიღებულ კანონს სოდომური ცოდვის პროპაგანდის წინააღმდეგ და ასევე გენდერული იდენტობის ცნების ამოღებას კანონებიდან,- ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიომ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.

მეუფე შიომ ხელისუფლების წარმომადგენლებს აღნიშნული გადაწყვეტილებისთვის მადლობა გადაუხადა და დალოცა. „დღეს, ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები აქ ბრძანდებიან, მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ამ გადაწყვეტილებისთვის მადლობა გითხრათ, დაგლოცოთ. ეს ფაქტი ჩვენ გვაფიქრებინებს, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ მსგავსი ქმედითი ნაბიჯები ამ მიმართულებით ჩვენს ქვეყანაში გაგრძელდება,“- განაცხადა მეუფე შიომ.          შეყვანის ღილაკი Irakli ბეჭდავს