ბასილაშვილი ბორდოს ტურნირის ფინალში გავიდა

basilashvili

ნიკოლოზ ბასილაშვილს ერთი მოგებაღა აშორებს ბორდოს ჩელენჯერის მოგებამდე. მან დამაჯერებლად ჩაატარა ნახევარფინალური შეხვედრა ნიდერლანდელ ტალონ გრიეკსპოორთან, 2:0 დაამარცხა და ფინალში გავიდა.

ქართველმა ჩოგბურთელმა პირველი სეტი 6:4 მოიგო, მეორეში კი 6:0 იმარჯვა.

ფინალი 18 მაისს გაიმართება, ბასილაშვილის მეტოქე ფრანგი მპეტში პერიკარი იქნება. შეხვედრა 17 საათზე დაიწყება.