მამა გიორგი ვაშალომიძე ინტრონიზაციის დეტალებს განმარტავს

უუ

 თბილისის სასულიერო სემინარიის დეკანმა, მამა გიორგი ვაშალომიძემ ჟურნალისტებთან პატრიარქის ინტრონიზაციის დეტალებზე ისაუბრა.

„წირვამდე იქნება პატრიარქის წარდგენა. წირვის ბოლოს მას გადაეცემა კვერთხი. გარდა ამისა, პატრიარქს გადაეცემა განსაკუთრებული პანაღია. პანაღიები კირიონის დროიდან მომდინარეობდა და ტრადიციულად გადაეცემა ხოლმე პატრიარქიდან პატრიარქს. გადაეცემა საპატრიარქო მანტია ძოწისფერ-მეწამულისფერი, რომელსაც მოისხამს. ასევე მიტრა, რომელსაც დაიდგამს პატრიარქი ტახზტე. მანტია ბიზანტიიდან იღებს სათავეს“, - აღნიშნა ვაშალომიძემ.

სვეტიცხოველში დღეს საზეიმო წირვაზე ახლად არჩეული პატრიარქის, შიო III-ის ინტრონიზაცია გაიმართება.