უახლესი ინფორმაცია პატრიარქის ჯანმრთელობის შესახებ - ექიმის კომენტარი
1773748934
"კავკასიის მედიცინის ცენტრის" დირექტორის, სოფიო ასპანიძის განცხადებით, პატრიარქის მდგომარეობა კვლავ მძიმედ რჩება.
როგორც მან განმარტა, შეკრებილია კონსილიუმი, რომელშიც ქვეყნის წამყვანი რეანიმატოლოგები შედიან და ყველა თანხმდება, რომ ამ ეტაპზე მიმდინარე ყველა სამკურნალო ღონისძიებები არის ადეკვატური.
"პაციენტის მდგომარეობა რჩება კვლავ მძიმედ. მიმდინარეობს მულტიდისციპლინური მართვა. როგორც მოგეხსენებათ, შეიკრიბა კონსილიუმი, რომელმაც გააერთიანა ჩვენი ქვეყნის წამყვანი რეანიმატოლოგები. ფაქტობრივად, ყველა შეჯერდა და თანხმდება, რომ ამ ეტაპზე მიმდინარე ყველა სამკურნალო ღონისძიებები არის ადეკვატური. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ერთობლივად, ერთობლივი ძალისხმევით მოვახდინოთ დაკვირვება ყველა პარამეტრის და მაქსიმალურად შეთანხმებულად ვიაროთ პატრიარქის ჯანმრთელობის მართვის საკითხებში.
პაციენტს ყოველსაათობრივად უტარდება ანალიზი. კრიტიკული მედიცინის ცენტრში მოთავსებულ პაციენტებს, ზოგადად, გაცილებით ინტენსიურად უტარდებათ და ჯერადობითაც უტარდებათ ინტენსიურად ანალიზები. მისი მაჩვენებლები კვლავ საკმაოდ საყურადღებოა", - განაცხადა "კავკასიის მედიცინის ცენტრის" დირექტორმა, სოფიო ასპანიძემ.