უახლესი ინფორმაცია პატრიარქის ჯანმრთელობის შესახებ - ექიმის კომენტარი
1773748934
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში, 2 წლის ბავშვმა ელემენტი გადაყლაპა და გარდაიცვალა. ადგილობრივების ინფორმაციით, 2 წლის გოგონამ ელემენტი საკუთარ სათამაშოს გამოაძრო.
ოჯახმა სამედიცინო დაწესებულებას დროულად მიმართა და ბავშვი თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში მოათავსა, თუმცა, ექიმებმა პატარას გადარჩენა ვეღარ შეძლეს.
სოფელში ვარაუდობენ, რომ გოგონა ელემენტის შემცველი მძიმე მეტალებით მოიწამლა.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.