კანიე უესტის კონცერტთან დაკავშირებით, „დინამოს“ მიმდებარე ქუჩებზე დღეს მოძრაობა შეიზღუდება, მეტრო და ავტობუსების ნაწილი კი გახანგრძლივებული დროით იმუშავებს

ვესტ

 კანიე უესტის კონცერტთან დაკავშირებით, „დინამო არენას“ მიმდებარე ქუჩებზე 12 ივნისს მოძრაობა შეიზღუდება, მეტრო და ავტობუსების ნაწილი კი გახანგრძლივებული დროით, 02:00-მდე საათამდე იმუშავებს.

თბილისის მერიის ინფორმაციით, 12 ივნისის 13:00 საათიდან 13 ივნისის 02:00 საათამდე საგზაო მოძრაობა სრულად შეიზღუდება: აკაკი წერეთლის გამზირზე - მეტროსადგურ „წერეთლის“ მიმდებარე ტერიტორიიდან მიხეილ წინამძღვრიშვილისა და გიორგი ცაბაძის ქუჩების გადაკვეთამდე; დავით ყიფიანის ქუჩაზე - ქუთაისის ქუჩიდან შოთა იამანიძის ჩიხის გადაკვეთამდე; წერეთლის გამზირზე მოსახვედრად ავტომობილები გადაადგილებას ვერ შეძლებენ ფოთისა და ბათუმის ქუჩებზეც. საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მოძრაობა გადაინაცვლებს ქუთაისის ქუჩაზე, საიდანაც იმოძრავებენ ვახუშტი ბაგრატიონის ხიდის, გიორგი სააკაძის მოედნის, კონსტანტინე გამსახურდიას გამზირის გავლით და გმირთა მოედნიდან დადგენილი მიმართულებებით გადაადგილდებიან.