1773863331
„იყო ღვთისგან მოვლენილი ჩვენი ერისთვის“ - ქეთი დოლიძე საქართველოს პატრიარქზე
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორეს, მოღვაწეობას იხსენებს რეჟისორი ქეთი დოლიძე „რუსთავი 2-ის“ ეთერში.
მისი თქმით, პატრიარქი ერისთვის იყო ღვთისგან მოვლენილი პიროვნება.
„ღვთის მოვლენილი ადამიანი იყო ჩვენი ერისთვის. მასთან აბსოლუტურად მშვიდდებოდი. არ მახსოვს ოდესმე ხმა აეწიოს ან გაბრაზებულიყო. მე არ ვიცი, ასეთი ვინმე თუ არსებობს საქართველოში - რა თქმა უნდა, არა.
იყო უზარმაზარი პრინციპულობით სავსე ადამიანი. ის არასოდეს გააკეთებდა იმას, რასაც ვინმე უკარნახებდა. იყო ღვთისგან მოვლენილი ჩვენი ერისთვის“, - განაცხადა ქეთი დოლიძემ.











