ირაკლი კობახიძე კლინიკაში თორნიკე რიჟვაძის მოსანახულებლად მივიდა

კობახიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მივიდა, სადაც თორნიკე რიჟვაძეა მოთავსებული.

ამასთან, საუნივერსიტეტო კლინიკაში იმყოფებიან აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი და საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე.

თორნიკე რიჟვაძე ცეცხლნასროლი ჭრილობით თავდაპირველად საგარეჯოს „ჯეო ჰოსპიტალსში“ შეიყვანეს, შემდეგ კი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. თორნიკე რიჟვაძის საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 115-ე მუხლით არის დაწყებული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ექიმების განცხადებით, თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა.

ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვის ფაქტზე ბრალდება წარედგინა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს უფროსს, ალექსი ახვლედიანს.

ცოტა ხნის წინ, სასამართლომ ალექსი ახვლედიანს აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.