ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომლებმაც დიდი სიყვარული იციან
1751563561
პოლიციამ დააკავა კაცი, რომელმაც გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტირძნისში მცხოვრებ ლ.მ.-ს მისსავე საცხოვრებელ სახლში კონფლიქტის ნიადაგზე ცივი იარაღით, გულ-მკერდის არეში ჭრილობები მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად ლ.მ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
მოკლული ქალი ლელა მდინარიძეა. მკვლელობაში ბრალდებული ვეფხია ტატიშვილია.
ადგილობრივების ინფორმაციით, 112-ში თავად ბრალდებულმა დარეკა და ითხოვა შველა. მათივე თქმით, წყვილი არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა.
მანამდე მათი ოჯახიდან ხმამაღალი ხმა არავის გაუგონია. ადგილზე მოსულ სამართალდამცველებს ქალი გარდაცვლილი დახვდათ.
„სამი ჭრილობა აქვს გულზეო. მოკლულს ჭრილობები დანით აქვს მიყენებული. პოლიცია რომ მოვიდა მეზობლებმა არაფერი ვიცოდით. არასდროს კონფლიქტის შესახებ არ გაგვიგია“,- ამბობს ერთ-ერთი მეზობელი.
დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებადაა ამოღებული. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.