„გზების გახსნა - დადექით შენობაში დაკეტილი კარის წინ" - ეზოტერიკოსი საინტერესო რიტუალს გვიზიარებს

რიტუალი

მინეროლოგი და ეზოტერიკოსი, თამარ იოსელიანი სოციალურ ქსელში საზოგადოებას საინტერესო რიტუალს უზიარებს.

„დღის დახურული პრაქტიკა 8 აპრილი. „გზების გახსნა (მერკურის გასაღები)“  
ეს არ არის უბრალო რიტუალი - ეს სამყაროსთვის გაგზავნილი მკაფიო სიგნალია: „მე მზად ვარ მივიღო ჩემი კუთვნილი“. პრაქტიკა გეხმარებათ სწრაფად გახსნათ გზა ფულისკენ, შესაძლებლობებისკენ ან საჭირო ადამიანისკენ. შეინახეთ, რომ არ დაკარგოთ და შეასრულეთ დღესვე.
  რა დაგჭირდებათ:
  ნებისმიერი ლითონის გასაღები (სახლის, ოფისის ან სეიფის) 2–3 წუთი სიჩუმე, თქვენი მკაფიო მიზანი
  როგორ შევასრულოთ:
 დადექით შენობაში დაკეტილი კარის წინ.
  აიღეთ გასაღები მარჯვენა ხელში.
  ჩამოაყალიბეთ განზრახვა მკაფიოდ და ეჭვის გარეშე: „მე ვიღებ საჭირო თანხას“ ან „ჩემთვის იხსნება ახალი შესაძლებლობები“.
  ჩადეთ გასაღები საკეტში.
  ნელა გადაატრიალეთ ის და იგრძენით გახსნის მომენტი.
  გაჩხაკუნების (დაკეტვის/გაღების ხმის) მომენტში თავდაჯერებულად თქვით:„გზები გახსნილია. დაბრკოლებები აღარ არსებობს. ჩემი ჩემთან მოდის. ვერავინ შეაჩერებს.“
  მკვეთრად გამოაღეთ კარი თქვენკენ.
  გადადგით ერთი ნაბიჯი ზღურბლს მიღმა და დაბრუნდით უკან.
  დატოვეთ საკეტი ღია რამდენიმე წუთით.
  რა ხდება ამ დროს:

თქვენ სიმბოლურად „ხსნით“ დაბლოკილ შესაძლებლობებს. აამუშავებთ იმ საქმეებს, რომლებიც გაჩერებული იყო. ხსნით არხს ფულისთვის, გადაწყვეტილებებისა და საჭირო ადამიანებისთვის.
  მნიშვნელოვანია: შეასრულეთ აუჩქარებლად, მაგრამ შინაგანი რწმენით. ეს პრაქტიკა მუშაობს არა ძალით, არამედ განზრახვის მკაფიოობითა და ქმედებით.  მინიშნება : პრაქტიკის შემდეგ ნუ იჯდებით მოლოდინის რეჟიმში, გადადგით ერთი კონკრეტული ნაბიჯი თქვენი მიზნის მიმართულებით.
  დაალაიქეთ თუ იგრძენით გამოხმაურება და  დაწერეთ კომენტარებში: „გახსნილია“ შედეგის დასაფიქსირებლად",- წერს იოსელიანი.