წყალი 12 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ მისამართები

წყალი

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყალმომარაგების შეზღუდვასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და მოსახლეობას აფრთხილებს.

კომპანიის ცნობით, კრწანისის რაიონში, გ.გურამიშვილის ქ. N20-თან წყალმომარაგების ქსელზე აუცილებელი ტექნიკური სამუშაოები ჩატარდება.

„სამუშაოების მიმდინარეობისას 22:00 დან 9 აპრილის 10:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: გიორგი გურამიშვილის ქუჩას, გიორგი გურამიშვილის 1 და 2 შესახვევს და გორგასლის ქ. N73.“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.