ჰანდე ერჩელის ნარკოტესტის შედეგები გამოქვეყნდა
1775673480
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა და თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სატელეფონო საუბრისას ირანსა და აშშ-ს შორის მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება განიხილეს. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაშია აღნიშნული.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ლიდერებმა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრეს.
„პრეზიდენტი ერდოღანი მიესალმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას და განაცხადა, რომ ორკვირიანი შესაძლებლობა, რომელიც გამოჩნდა საკმაოდ რთული და მთელი მსოფლიოსთვის დამღლელი 40 დღის შემდეგ, მაქსიმალურად უნდა იყოს გამოყენებული მდგრადი სამშვიდობო შეთანხმების უზრუნველსაყოფად. ამ პროცესის ძირის გამოთხრა არ უნდა დაუშვან“, – ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, ერდოღანმა აღნიშნა, რომ კიდევ უფრო გაიზრდება თურქეთის მხარდაჭერა მეგობარ და მოძმე ერებთან, განსაკუთრებით პაკისტანთან თანამშრომლობით განხორციელებული გადაწყვეტის პოვნის მცდელობების მიმართ.