გამოვლინდა ასაკი, რომლის შემდეგაც დაბერება საგრძნობლად ჩქარდება - მეცნიერების უახლესი დასკვნა
1779135073
დეკანოზი შალვა კეკელია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად შიო III-ის არჩევას გამოეხმაურა. მამა შალვა აცხადებს, რომ სჯერა, ახალი პატრიარქი ილია II-ის გზას გააგრძელებს.
"იცით, რომ ჩვენმა პატრიარქმა, ილია მეორემ უდიდესი ღვაწლი გაიღო, მან დაგვიტოვა ეს ეკლესია, რაც დღეს არის, ღვთის მადლით. დღეს, როცა ვისხედით, ვფიქრობდით იმაზე, რა ეკლესია დახვდა პატრიარქს და დღეს რა ეკლესიაა - ამდენი ტაძარი, ამდენი მონასტერი....
ჩვენ გვჯერა, რომ ღვთის მადლით, ახალი პატრიარქი იმ გზას გააგრძელებს, რაც ჩვენმა პატრიარქმა დაიწყო. ბედნიერები ვართ იმით, რომ ეს ეკლესია არის ერთიანი, მყარი. მინდა, რომ ყველას მოგილოცოთ, ბედნიერები იყავით და ყველანი დატკბით ამ ეკლესიის სიხარულითა და ბედნიერებით", - აცხადებს დეკანოზი შალვა კეკელია.