,,მშვიდობით, ჩემპიონო...“ - ახალგაზრდა სპორტსმენი ტრაგიკულად დაიღუპა
1780516173
გულ-სისხლძარღვთა სისტემის ჯანმრთელობაზე ზრუნვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
უახლესი სამეცნიერო კვლევები გვაძლევს ახალ ცოდნას არა მხოლოდ გულის დაავადებების ადრეულ ეტაპზე გამოსავლენად, არამედ მისი ფუნქციონირების ეფექტურად გასაუმჯობესებლადაც. როგორც აღმოჩნდა, ტვინის ჯანმრთელობა და გულის მუშაობა ერთმანეთთან იმაზე მეტად არის დაკავშირებული, ვიდრე აქამდე წარმოგვედგინა.
კოგნიტური დაქვეითება - გულის პრობლემების ადრეული მარკერი
ჟურნალ JAMA Network Open-ში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, კოგნიტური უნარების დაქვეითება შესაძლოა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარებამდე რამდენიმე წლით ადრე დაიწყოს და ერთგვარი ადრეული გამაფრთხილებელი ნიშნის ფუნქცია შეასრულოს.
კვლევაში 65 წელს გადაცილებული 19 000-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა, რომლებსაც 11 წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ. ამ პერიოდში გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებასთან დაკავშირებული თითქმის 2000 შემთხვევა (ინსულტი, გულის უკმარისობა, გულის გვირგვინოვანი არტერიის მძიმე დაავადებები) დაფიქსირდა.
მონაცემების ანალიზმა აჩვენა, რომ ამ პაციენტებს უშუალოდ გულის პრობლემების დიაგნოზირებამდე 3-8 წლით ადრე აღენიშნებოდათ:
მეხსიერების გაუარესება;
ყურადღების კონცენტრაციის დაქვეითება;
ინფორმაციის დამუშავებისა და აზროვნების სიჩქარის შენელება;
ენობრივი უნარების დაქვეითება.
მეცნიერები ხაზს უსვამენ, რომ ხანდაზმულ ადამიანებში კოგნიტური ფუნქციის რეგულარული შეფასება ექიმებს დაეხმარება, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები გაცილებით ადრეულ სტადიაზე აღმოაჩინონ და დროული პრევენციული ზომები მიიღონ.