მძღოლი დაჯარიმდება 100, 200 და 300 ლარით, ასევე დააკლდება ქულები - რეგულაციის დეტალები
1794996190
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, გუდაურში ახალი საბაგიროს აშენება იგეგმება. როგორც პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, მისი გამტარიუნარიანობა საათში 18200 მგზავრი იქნება, ხოლო სიგრძე 2800 მეტრი.
„გუდაურში ახალი საბაგიროს აშენებას ვგეგმავთ, მისი გამტარიუნარიანობა საათში 18200 მგზავრი იქნება, ხოლო სიგრძე 2800 მეტრი. ასევე, ჩვენ დავამონტაჟებთ გათოვლიანების სისტემას გუდაურის ორ სასრიალო ტრასაზე, რაც კიდევ უფრო მეტი კომფორტი იქნება ჩვენი დამსვენებლებისთვის, ჩვენი მოქალაქეებისთვის, მათ შორის ისეთ სეზონზე, როცა თოვლის არასაკმარისი რაოდენობაა. ეს სისტემა დაეხმარება და უფრო კომფორტულად დაისვენებენ ჩვენი მოქალაქეები და ტურისტებიც“,-განაცხადა ღარიბაშვილმა.