მძღოლი დაჯარიმდება 100, 200 და 300 ლარით, ასევე დააკლდება ქულები - რეგულაციის დეტალები
1794996190
ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ თბილისში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი ტრაგიკული აფეთქების გამო, – ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.
„გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ იმ ოჯახებს, რომლებმაც საყვარელი ადამიანები დაკარგეს. ჩვენი ფიქრები ამ ტრაგედიით დაზარალებულ ყველა ადამიანთანაა. დაშავებულებს კი სწრაფ და სრულ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ“, – ნათქვამია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ქვემო ფონიჭალაში გაზის აფეთქების შედეგად სადარბაზო 19 ნოემბერს დილით ჩამოინგრა. აფეთქება კორპუსის მეხუთე სართულზე მოხდა. მომხდარ ტრაგედიას 6 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი.