საბურთალოზე მოძრაობის წესი შეიცვალა - თბილისის მერია დეტალურ ინფორმაციას აქვეყნებს
1788684420
გორის მუნიციპალიტეტში მანქანა სკოლის მოსწავლეს დაეჯახა. გავრცელებული ინფორმაციით, მძღოლი სავარაუდოდ, მთვრალი იყო.
მოსწავლე საავადმყოფოში დღეს დილით გარდაიცვალა.
„კიდევ ერთი მსხვერპლიანი ავარია გორში. როგორც ჩანს გორში მომხდარი ტრაგედია, როცა მთვრალმა მძღოლმა დედა-შვილი დახოცა, ბევრისთვის ჭკუის სასწავლებელი არ აღმოჩნდა. წუხელ მანქანა სკოლის მოსწავლეს დაეჯახა. მძღოლი სავარაუდოდ მთვრალი იყო. მოსწავლე საავადმყოფოში დღეს დილით გარდაიცვალა. შეგნებულად არ ვამბობ სკოლას და მოსწავლის ვინაობას. მშობლები ემიგრაციაში ჰყავს და შესაძლოა ჯერ არ იცოდნენ. ნებისმიერი მთვრალი მძღოლი პოტენციური მკვლელია.“ - წერს ჟურნალისტი გოგა აფციაური სოციალურ ქსელში.
როგორც „პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო. პოლიციამ მძღოლი უკვე დააკავა.