ლაშა ტალახაძე დიდ სპორტს დაუბრუნდა - ცნობილია, სად იასპარეზებს ქართველი ძალოსანი

ლაშა ტალახაძე ატაცში, აკვრაში და ორჭიდში ევროპის ჩემპიონი გახდა

სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, სამგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ლაშა ტალახაძემ ძალოსნობის ნაკრებთან ერთად ვარჯიში განაახლა და მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ემზადება.

ლაშა ტალახაძის მიზანია 2028 წლის ლოს-ანჯელესის ოლიმპიადისთვის ლიცენზიის მოპოვება.

შეგახსენებთ, რომ ტალახაძე უამრავს სხვა ოქროსთან ერთად, 3-გზის ოლიმპიური ჩემპიონია.