საბურთალოზე მოძრაობის წესი შეიცვალა - თბილისის მერია დეტალურ ინფორმაციას აქვეყნებს
1788684420
მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე მოსალოდნელი ამინდის შესახებ წერს და საზოგადოებას აფრთხილებს.
„კიდევ ერთხელ გაფრთხილებთ, დღეს 7 სექტემბრის დილიდან 8 სექტემბრის შუადღემდე, საქართველოში ამინდი მნიშვნელოვნად გაუარესდება, დასავლეთში ყველგან, აღმოსავლეთში კი ზოგან მოსალოდნელია ძლიერი წვიმა.
გაძლიერდება დასავლეთის ქარი - დასავლეთ საქართველოში 17-22, აღმოსავლეთში 20-25, შესაძლებელია 28 მეტრ წამამდე.
ამიტომ, სიფრთხილე და პრევენციული ზომები უნდა იქნას მიღებული ისეთი არასასურველი მოვლენების თავიდან ასაცილებლად, როგორიცაა - უეცარი წყალდიდობა, ელჭექი, მეწყერული პროცესების განვითარება და ძლიერი ქარი ნალექების დროს, ტრანსპორტის მოძრაობის შეფერხება," - წერს მეტეოროლოგი.