1747938097
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლებმა სტაჟირების პროგრამის შესახებ თსუ-ს სტუდენტებთან შეხვედრა გამართეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაციის ვადა მიმდინარე წლის 7 ივნისის ჩათვლით გაახანგრძლივა.
შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მსურველთა ელექტრონული განაცხადები მიიღება საგამოძიებო სამსახურის ვებგვერდზე.
სტაჟირების პროგრამის პოპულარიზაციის მიზნით, საგამოძიებო სამსახური აგრძელებს შეხვედრებს საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებთან.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილემ იოსებ ვარძელაშვილმა და საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსმა ლევან ძნელაძემ შეხვედრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან გამართეს.
სამსახურში დაგეგმილი სტაჟირების პროგრამისა და შესარჩევი კონკურსის ეტაპების შესახებ უწყების ხელმძღვანელმა პირებმა სტუდენტებს განუმარტეს სამსახურის მანდატი და პროფესიული განვითარების თვალსაზრისით სტაჟირების პროგრამის მნიშვნელობა.
როგორც საგამოძიებო სამსახურში აღნიშნავენ, შეხვედრის ფარგლებში, ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამით დაინტერესებულმა სტუდენტებმა შეკითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს.