1500 და 4500 ლარი ოჯახებს - ნახეთ, ხართ თუ არა იმ პირთა სიაში, ვინც ფინანსურ დახმარებას მიიღებს
1747049356
ქართულ საზოგადოებაში და განსაკუთრებით „ტიკ-ტოკ“ პლატფორმაზე, ყველამ იცის ქართველი ქალის, ქეთი ეგიდუნაშვილის შესახებ. ის ცნობილია, როგორც სიმღერების მოყვარული ადამიანი. მას უკავშირდებიან და სთხოვენ სიმღერას, შესრულებაში კი ჰონორარსაც ურიცხავენ. მის ვიდეოებს, მილიონობით ნახვა აქვს.
ქეთი „პრაიმტაიმთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ამბობს, რომ მისი შემოსავლის წყარო სწორედ ესაა და, ასევე, მას საზოგადოება უდგას გვერდში. ქეთის იმედი აქვს, რომ მალე სანატრელ ბინასაც მიიღებს, კეთილი ადამიანების დახმარებით.
- ქეთი, თავიდან დავიწყოთ. მოგვიყევით თქვენს შესახებ
- მე ვარ ქეთი ეგიდუნაშვილი, ვცხოვრობ თელავში, კურდღელაურში. გავიზარდე მშობლიურ ოჯახში. თავიდან დავიწყე პიანინოზე დაკვრით, შემდეგ ეკლესიაში ვგალობდი და ახლაც დავდივარ ტაძარში, სწორედ აქედან გახდა ჩემი ცხოვრება მიზანდასახული. პოზიტიური გოგო ვარ და ასე მივდივარ წინ. შემდეგ გავხდი ცნობილი.
- მოგვიყევით, რამდენი ხანია რაც სოციალურ ქსელში ასეთი პოპულარობა მოიპოვეთ და თავიდან როგორ დაიწყეთ.
- გაკვირვებული ვარ ამხელა პოპულარობით, ჩემთვის ვდებდი ვიდეოებს, ვვარჯიშობდი, პოზიტიურად ვმღეროდი და ვხალისობდი, ასე უცებ ავარდა და წამოვიდა ზღვა შეკვეთებისა. ხალხს ძალიან შევუყვარდი, მიხარია, რომ ხალხს ვუყვარვარ.
- თქვენ ამბობთ, რომ მალე ბინას მიიღებთ, რა მოლოდინები გაქვთ?
-მე მაქვს ადამიანების მხარდაჭერა და ბევრი მირეკავს, მეუბნება, რომ ბინას მივიღებ, თუმცა ეს რამდენად მართალია, არ ვიცი. ასევე, სამშენებლო კომპანიების ჯგუფიც მირეკავს, გამოაცხადეს, რომ ქეთის ბინას ვაძლევთო, მაგრამ, ფაქტობრივად, ჯერ არაფერი ... 4 ათასი ადამიანი უყურებდა, გუშინ, ჩემს „ტიკტოკ-ლაივს" და წარმოიდგინეთ, ეს რამხელა სირცხვილია, გამოვდივარ ლაივში, მირეკავს ვიღაც და ამბობს, რომ სამშენებლო კომპანია ვარ და ბინას გაძლევო, თუ მართალია, მაშინ დაამტკიცე... მე პიარს ვუკეთებ, რეკლამას და ისინი მატყუებენ... თუ ბინას მჩუქნიან, ამ ყველაფერს, ხომ შემდეგ ნოტარიუსი სჭირდება და ათასი სხვა რამე, მაგრამ როგორც ჩანს, მატყუებენ... ეს არის უსინდისობა.
- „ჰეითერები“ გივრცელებენ, ფოტოებს სხვადასხვა მამაკაცთან და წერენ, რომ ყოფილი მეუღლეები არიან, რას ეტყოდით მათ?
- ნებისმიერი ადამიანი, ჩამოვიდეს ჩემს თელავში და გაიკითხოს, დაკითხონ სასულიერო პირები და ისინი ეტყვიან, თუ როგორი ადამიანი ვარ. ის სურათები რაც ვრცელდებოდა, არიან ჩემი მეგობრები. ასეთ ბოროტ და მასხარა ადამიანებს მივმართავ, რომ ცოტა გონს მოვიდნენ, რადგან ცუდი შედეგი არ მიიღონ. მე უფრო მეტი გამომწერი და კეთილი ადამიანი მყავს და უფრო იზრდება ჩემზე მოთხოვნა, ვიდრე იქამდე იყო.
- თქვენს შვილზე მოგვიყევით, ამჟამად ერთად არ ცხოვრობთ, რა გიშლით ხელს?
- მე მყავს ერთი ბიჭი, 13 წლის. ის ამჟამად მამასთანაა, მინდა, რომ მალე დავიბრუნო. შაბათობით ვნახულობ ხოლმე. ხელს ერთად ყოფნაში ის გვიშლის, რომ მე სახლი არ მაქვს და სანამ არ მივიღებ, ერთად ვერ ვიცხოვრებთ.
- რას ეტყოდით, იმ ადამიანებს, ვინც დადებითად გხვდებიან და გეხმარებიან?
- ძალიან სასიამოვნო და საოცარი შეგრძნებაა, სულ მხვდებიან და მეუბნებიან, როცა ჩამოხვალ მოდიო ჩვენთანო და ყველანაირად გვერდში დაგიდგებითო. ჩემი გულშემატკივრები მაფრთხილებენ, რომ ბევრს არ უნდა ვენდო, ჩემით იკეთებენ პიარს, თუმცა ახლა ჭკუა ვისწავლე და ვიცი, როგორ უნდა მოვიქცე.
- რა ხდება ახლა თქვენს პირად ცხოვრებაში?
- ჩემს პირადზე, ამ ეტაპზე, საუბარი არ მინდა. არ მცალია მაგისთვის...
@qeti.egidunashvil ♬ original sound - Qeti Egidunashvili
@qeti.egidunashvil ♬ original sound - Qeti Egidunashvili