„თურმე, ჩემი ფეხით მივედი მორგში...“ - ავარიისას დაღუპული გოგოს და საბედისწერო დღეს იხსენებს
1750794867
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს ევანგელურ-ლუთერულ ეკლესიასა და მის მრევლს იოანე ნათლისმცემლის შობას.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ცნობით, ევანგელურ-ლუთერული ეკლესია დღეს იოანე ნათლისმცემლის შობას აღნიშნავს.
„სახარება იოანე ნათლისმცემელს იესო ქრისტეს უახლოეს წინამორბედად მიიჩნევს, რომელმაც მესიის მოსვლა იწინსაწარმეტყველა და მდინარე იორდანეში მონათლა მაცხოვარი.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს ევანგელურ-ლუთერულ ეკლესიასა და მის მრევლს დღესასწაულს, წარმატებებს უსურვებს მათ“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.