„შენი ლამაზი თვალები როგორ უნდა იყოს დახუჭული...“ - ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია
1778529855
ტრადიციული მედიცინის სპეციალისტმა, ენდოკრინოლოგმა ნინო ვაშაკიძე გადაცემაში დილა მშვიდობისა, საქართველო დიასტოლური, ე.წ. „გულის წნევის“ მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ადამიანები ხშირად მხოლოდ ზედა, სისტოლურ წნევას აქცევენ ყურადღებას, მაშინ როცა ქვედა წნევა წლების განმავლობაში სისხლძარღვებს აზიანებს.
ექიმის განმარტებით, მაღალი დიასტოლური წნევა ინფარქტისა და ინსულტის რისკს ზრდის, ხოლო დაბალი მაჩვენებელი შესაძლოა ტვინისა და გულის არასაკმარის კვებაზე მიუთითებდეს. მისი თქმით, ნორმად 60-80 მაჩვენებელი ითვლება.
ნინო ვაშაკიძე აღნიშნავს, რომ დიასტოლური წნევის დასარეგულირებლად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფიზიკური აქტივობა, მათ შორის ყოველდღიური ფეხით სიარული, სწორი კვება და სტრესის მართვა. ექიმის თქმით, სისხლძარღვების ჯანმრთელობაზე დადებითად მოქმედებს მაგნიუმითა და კალიუმით მდიდარი პროდუქტები — ისპანახი, ნუში და გარგრის ჩირი.