1749577630
„ეს არის პირველი, ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი იმისთვის, რომ საკანონმდებლო დონეზე დარეგულირდეს ქუჩაში გაგდებული ძაღლების საკითხი ამ ქვეყანაში“ - მაია ბითაძე

მიუსაფარ ცხოველებთან დაკავშირებით სახელმწიფო პროგრამა იწყება. ცხოველებს შეიყვანენ სპეციალურ ბაზებში. გაკონტროლდება იმ პროცედურების დაცვა, რომლებიც მათ გამრავლებას უკავშირდება. "ქართული ოცნებაში" აცხადებენ, რომ პარლამენტი ასევე მიიღებს შესაბამის კანონს.
პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის, მაია ბითაძის განცხადებით, ეს არის პირველი, ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი იმისთვის, რომ საკანონმდებლო დონეზე დარეგულირდეს ქუჩაში გაგდებული ძაღლების საკითხი.
"ეს არის პირველი, ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი იმისთვის, რომ საკანონმდებლო დონეზე დარეგულირდეს ქუჩაში გაგდებული ძაღლების საკითხი ამ ქვეყანაში. საჭიროა ერთხელ და სამუდამოდ დაწესდეს მკაცრი სანქცია ყველა იმ მეპატრონისთვის, ვინც უკონტროლოდ აშენებს ცხოველებს და შემდეგ იშორებს და ქუჩაში ყრის. საკმაოდ დიდი ჯარიმაა ამისთვის დადგენილი. ყველაზე მნიშვნელოვანია ერთიანი ელექტრონული ბაზა, სადაც ჩვენ, კანონის ამოქმედებიდან რაღაც პერიოდის განმავლობაში მოგვიწევს დავარეგისტრიროთ, ან ხელახლა გადავარეგისტრიროთ ჩვენი ცხოველები სპეციალური ჩიპისა და საჭდის გამოყენებით. ეს, საბოლოო ჯამში, ცხოველის მიკვლევადობას უზრუნველყოფს. გარდა ამისა, მკაცრდება მოთხოვნები და რეგულაციები ძაღლების და კატების გამრავლებასთან მიმართებით", - განაცხადა მაია ბითაძემ.