1749577630
წელს ის წელი იქნება, როცა „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი ფილიალებით პოლიტიკურად აუცილებლად დასრულდება, უცხოეთში ნახეს, რომ არაფრის მაქნისები არ არიან - გურამ მაჭარაშვილი

არც თინა ბოკუჩავას და არც „ნაცმოძრაობას“ აღარაფერი უშველის, მსოფლიო პოლიტიკაც იქით მიდის, რომ პრაქტიკული პოლიტიკის დრო მოდის, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მაჭარაშვილის თქმით, აღქმების პოლიტიკის დრო ნელ-ნელა მიდის, „ნაცმოძრაობა“ და მისი ფილიალები კი ისევ აღქმებში არიან.
„დაე, ამ აღქმებში იყვნენ. წელს ის წელი იქნება, როცა „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი ფილიალებით პოლიტიკურად აუცილებლად დასრულდება. უცხოეთში ნახეს, რომ ესენი არაფრის მაქნისები არ არიან, არც რევოლუციის მოწყობა შეუძლიათ და არც არაფრის. მით უმეტეს, პოლიტიკის. ისინი ლეგიტიმაციას მხოლოდ უცხოეთში რომ ეძებენ, ეს არის სწორედ უცხოური აგენტურა“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.