„ეს ხილი კიბოს მკვლელია!“ - არუნ ხათრის რეკომენდაცია
1750190083
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
კომპანიის ცნობით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 19 ივნისს 09:00-დან 12:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფლებში: გველეთი, დარიალი, ლარსი და მიმდებარე სოფლებში; 10:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს სოფელ დიღომში: სონღულაშვილის, კვირაცხოველის, ცამეტი ასურელი მამის და მიმდებარე ქუჩებზე; 10:00-დან 13:00 საათამდე აბონენტებს ზაჰესში: პლატინის, ჯვრის ასახვევის და მიმდებარე ტერიტორიაზე, აგრეთვე მუხათგვერდსა და სოფელ გლდანში.
„სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.