ლოცვა რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ - 2 მაისს ნეტარი მატრონას ხსენების დღეა
1746165881
გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
კომპანიის ცნობით, 2 მაისს 11:00-დან 15:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთაში კოსტავას, არმაზის, აღმაშენებლის, მირიანის და მიმდებარე ქუჩებზე; 11:00-დან 18:30 საათამდე აბონენტებს გიორგიწმინდასა და სოფელ გლდანში; 11:30-დან 18:00 საათამდე აბონენტებს თიანეთის რაიონის სოფლებში საყდრიონი და ხევსურთსოფელი; 15:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში სოფელ დიღომში რუსთაველის, გურამიშვილის, ფიროსმანის და მიმდებარე ქუჩებზე.
სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.