სურამში 15 წლის მოზარდს ეძებენ
1746211935
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელმა სირიის დედაქალაქ დამასკოში ქვეყნის პრეზიდენტის სასახლის მახლობლად სამხედრო ობიექტზე დარტყმა განახორციელა.
„ეს არის მკაფიო გზავნილი სირიის რეჟიმისთვის, ჩვენ არ დავუშვებთ სირიის ძალების განლაგებას დამასკოს სამხრეთით ან რაიმე საფრთხეს დრუზების თემისთვის“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.
სირიის ხელისუფლებას მომხდართან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
ორი დღის განმავლობაში ეს არის მორე შემთხვევა, როდესაც ისრაელმა სირიის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაცია განახორციელა. მანამდე, მიმდინარე კვირის დასაწყისში სირიაში სამხედრო დაჯგუფებასა და დრუზების თემის წარმომადგენლებს შორის შეიარაღებულ დაპირისპირებას, სულ მცირე, 22 ადამიანი ემსხვერპლა. დაპირისპირება, სავარაუდოდ, გამოიწვია გავრცელებულმა ჩანაწერმა, სადაც დრუზი მამაკაცი მუსლიმთა წინასწარმეტყველ მუჰამედს შეურაცხყოფდა. ძლიერი სროლისა და სარაკეტო ცეცხლის ფონზე სირიის უსაფრთხოების ძალები საჰნაიას ცენტრში შევიდნენ და ძირითადად დრუზების თემის წევრებით დასახლებულ უბნებს მიაღწიეს.