„ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს აფრთხილებს

ენერგო პრო ჯორჯია

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

კომპანიის ცნობით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 30 აპრილს 11:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს თბილისში სოფელ დიღომში პაატა ჯანიაშვილის, ხატაეთის, ავთანდილის, ტარიელის და მიმდებარე ქუჩებზე; 11:00-დან 14:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში: ბაზალეთი, გრიგოლაანთკარი, არღუნი, ჩანადირთკარი, პირმისაანი და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 17:30 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში: არმაზი, ნიჩბისი, ნატახტარი და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 19:00 საათამდე აბონენტებს დუშეთში სტალინის, რუსთაველის, ფარნავაზის, ტაბიძის და მიმდებარე ქუჩებზე; 15:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს სოფელ გლდანში და წიწამურში.

მათივე ცნობით, სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.