1745863963
30 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
დღეს იგრძნობთ ენერგიის მოზღვავებას, რაც საშუალებას გაძლევთ, ნებისმიერ საქმეში თავი გამოიჩინოთ. ხელსაყრელი დღეა ახალი საქმის დაწყებისა და გარისკვისთვის. მოერიდეთ კრიტიკულ შენიშვნებს და აგრესიას. გახსოვდეთ, რომ შეცდომებს თავადაც უშვებთ, ამიტომ სხვები შეცდომების გამო არ უნდა დატუქსოთ.
კურო
ხელსაყრელი დღეა, რომ საკუთარ თავსა და ემოციურ მდგომარეობაზე იზრუნოთ. ეცადეთ, ცოტა ხნით განმარტოვდეთ, რათა საკუთარ აზრებსა და გრძნობებში გაერკვეთ. ამის შემდეგ შესაძლოა, უახლოეს გეგმებში მცირე ცვლილებები შეიტანოთ. ნუ მოახდენთ თანამოსაუბრეზე ზეწოლას – ეცადეთ, კომპრომისი მოძებნოთ.
ტყუპები
ამ დღის მოვლენები გაიძულებთ, რომ გარშემო მყოფებთან ურთიერთობა ან კონკრეტული სიტუაცია სხვაგვარად შეაფასოთ, ამა თუ იმ საგანზე შეხედულება შეცვალოთ და პრიორიტეტებს გადახედოთ. გამორიცხული არ არის, რომ ახალი მიზნები დაისახოთ და ახალ სპეციალობას დაეუფლოთ.
კირჩხიბი
ამ დღეს ფინანსური და პრაქტიკული საკითხების მოგვარება ყველაზე მნიშვნელოვანია. მოძებნეთ გზები თქვენი მატერიალური კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად და იმპულსურ ხარჯებს მოერიდეთ. ჯანმრთელობის მხრივ პრობლემები მოსალოდნელი არ არის, თუმცა დროა, მავნე ჩვევებისგან გათავისუფლდეთ. სუფთა ჰაერზე სეირნობა ან სპორტდარბაზში ვარჯიში სასურველი ფორმის მიღწევაში დაგეხმარებათ.
ლომი
თუ შესაძლებელია, ამ დღეს მხოლოდ ის უნდა აკეთოთ, რაც ძალების აღდგენაში გეხმარებათ. შესაძლოა, გარკვეულ საკითხებზე აზრი მკვეთრად შეგეცვალოთ. ბევრი ლომი ახალი ცოდნის მიღებას ან პროფესიულ განვითარებას გადაწყვეტს, რაც ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ. გულწრფელობამ შეიძლება პრობლემები შეგიქმნათ, ამიტომ გირჩევთ, საკუთარი გეგმები არავის გაუმხილოთ.
ქალწული
გირჩევთ, მთელი ყურადღება ურთიერთობებზე გადაიტანოთ. საყვარელი ადამიანების პრობლემებით დაინტერესდით, თანაგრძნობა გამოიჩინეთ და დახმარება შესთავაზეთ. ამ დღეს დებატებში ჯობს მოჩვენებით დაეთანხმოთ, ვიდრე ქანცის გაწყვეტამდე იკამათოთ.
სასწორი
ამ დღეს ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული. მაქსიმალური შედეგის მისაღწევად სამუშაო სივრცე თქვენთვის მოსახერხებლად უნდა მოაწყოთ და მკაფიო მიზნები დაისახოთ. თუ მარტოხელა ხართ, შეიძლება მონათესავე სულს შეხვდეთ.
მორიელი
ხელსაყრელი დღეა საკუთარი უნარების გამოვლენისა და ისეთი საქმიანობისთვის, რომელიც კმაყოფილებას მოგიტანთ. შეგიძლიათ თამამად გარისკოთ და ნუ იფიქრებთ იმაზე, ვინ რას იტყვის. ეცადეთ, ცხოვრებისგან მეტისმეტად ბევრი არ მოითხოვოთ და თავს გაცილებით უკეთ იგრძნობთ.
მშვილდოსანი
ამ დღეს პრიორიტეტი სახლი და ოჯახია. ეცადეთ, ახლობელი ადამიანების საჭიროებებს მეტი ყურადღება მიაქციოთ. ერთ, კონკრეტულ საქმეში იღბალს მეტისმეტად ენდობით და მან შეიძლება, გადამწყვეტ მომენტში გიღალატოთ. გახსოვდეთ, რომ წარმატების მისაღწევად მხოლოდ ბედის იმედად არ უნდა იყოთ და თავადაც უნდა იმოქმედოთ.
თხის რქა
ამ დღეს ურთიერთობა მთავარია. ვარსკვლავების ხელსაყრელი განლაგების წყალობით, ადამიანების დარწმუნების უნარი იზრდება, რაც საშუალებას გაძლევთ, თქვენი აზრები გაავრცელოთ და მოწონება დაიმსახუროთ. საყვარელ ადამიანებთან გულწრფელი საუბარი კარგად ჩაივლის და შეთანხმებით დასრულდება.
მერწყული
ეცადეთ, შემოსავლის ალტერნატიული წყაროები ან შემოსავლის გაზრდის შესაძლებლობები იპოვოთ. ამ დღეს ყველაზე მეტად იმპულსურ გადაწყვეტილებებს უნდა მოერიდოთ და სანდო ადამიანების რჩევა გაითვალისწინოთ.
თევზები
დაძლიეთ სიზარმაცე, მოიკრიბეთ ძალები და ყურადღებით და მიზანსწრაფულად იმოქმედეთ, რათა მოძლიერებულმა კონკურენტებმა არ გაჯობონ. რჩევისთვის გამოცდილ ადამიანებს მიმართეთ.
გაითვალისწინეთ, რომ ასტროლოგიური პროგნოზები ზოგადია და შესაძლოა არ ასახავდეს თქვენს პირად სიტუაციას.
წარმატებულ და მშვიდ დღეს გისურვებთ!