Wizz Air-ი განცხადებას ავრცელებს
1781185313
სურსათის უვნებლობის სპეციალისტი ირაკლი არაბული განმარტავს, როგორ გავრეცხოთ მარწყვი სწორად.
„შეძენის დროს, განსაკუთრებული ყურადღება პროდუქტის მდგომარეობას მივაქციოთ. არ უნდა იყოს ძალიან გადამწიფებული, ან დამპალ მდგომარეობაში, რაც შემდგომ მის გაფუჭების პროცესს აჩქარებს. სახლში მიტანის შემდეგ, მხოლოდ ის რაოდენობა გავრეცხოთ, რაც კონკრეტულად გვჭირდება იმ მომენტისათვის, ამისთვის უნდა მოვათავსოთ წყლიან ჭურჭელში და გამდინარე წყლის ქვეშ გავრეცხოთ დაახლოებით, 2-3 წუთის განმავლობაში. შემდეგ ამოვიღოთ, ხელსახოცით გავამშრალოთ, ან მივირთვათ, ან მაცივარში შევინახოთ. დიდი ხნით წყალში დატოვება მის გაფუჭებას აჩქარებს და წარმოიქმნება ლორწოვანი გარსი. ასევე, დიდი ხნით წყალში გაჩერება ბაქტერიების გამრავლებას უწყობს ხელს. რაც უკვე პროდუქტის უვნელობასა და ხარისხზე მოქმედებს“, - განმარტა სპეციალისტმა.