დეკანოზი იოანე გორელიშვილი: სხვადასხვა ტაძრის წინამძღვრებს მიეცათ კურთხევა, რომ 17 მაისს ჩვეულებრივზე უფრო ადრე ჩაატარონ წირვის მსახურება, რათა მათაც და მათმა მრევლმაც შეძლონ ლოცვით მსვლელობაში მონაწილეობის მიღება

კო

 [17 მაისს] მისი უწმინდესობა და უნეტარესობა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო მესამე აღავლენს თავის საპატრიარქო წირვას, რომელსაც დაესწრებიან საზღვარგარეთიდან ჩამოსული დელეგაციები, - განაცხადა დეკანოზმა იოანე გორელიშვილმა.

მისი თქმით, მსახურება 11:00 საათზე სამების საკათედრო ტაძარში დაიწყება.

„სხვადასხვა ტაძრის წინამძღვრებს მიეცათ კურთხევა, რომ ჩვეულებრივზე უფრო ადრე ჩაატარონ წირვის მსახურება, რათა მათაც და მათმა მრევლმაც შეძლონ ამ ლოცვით მსვლელობაში მონაწილეობის მიღება, რომელიც 11:00 საათზე დაიწყება ქაშუეთიდან. სამების ტაძარში მსახურებას აღავლენს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრირქი შიო მესამე“, - განაცხადა დეკანოზმა.

17 მაისს საქართველოში ოჯახის სიწმინდის დღე აღინიშნება.