„სანამ მკითხავთ, კარგ რამეს თუ ვხედავ… გეტყვით!“ - გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება
1759838397
იმერეთში ერთი კვირაა გაუჩინარებულ 82 წლის მამაკაცს ეძებენ. თემურ შანიძის კვალი სოფელ გამოჩინებულის ტყეში გაუჩინარდა.
საქონლის მოსაძებნად წასული მამაკაცი გაქრა, სახლში კი მხოლოდ მისი ძაღლი დაბრუნდა. დაკარგულ მამაკაცს ეძებენ ყველგან, მათ შორის, დრონების საშუალებით, თუმცა, ამ დრომდე, სამაშველო სამსახურმა მის კვალს ვერ მიაგნო.
თემურ შანიძის ოჯახი გაუჩინარების ორ ვერსიაზე საუბრობს. მისი ახლობლები ეჭვობენ, რომ შესაძლოა, ასაკოვანი მამაკაცი დანაშაულის მსხვერპლი გამხდარიყო, ან ღამე ხევში გადავარდა. არსებობს მოწმეც, რომელიც ამტკიცებს, რომ ტყიდან მამაკაცის ხმა გაიგო, რომელიც შველას ითხოვდა, თუმცა მისი პოვნა მაინც ვერ მოხერხდა.