მძღოლი დაჯარიმდება 100, 200 და 300 ლარით, ასევე დააკლდება ქულები - რეგულაციის დეტალები
1794996190
კაცმა, რომელსაც შეცდომით ხელფასის 286-მაგი ოდენობა ჩაერიცხა, სამსახური დატოვა და გაუჩინარდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს. შემთხვევა ჩილეში მოხდა.
ხორცის კომპანია Cial-ის თანამშრომელს მაისის ბოლოს 542 დოლარის ნაცვლად 180,000 დოლარი ჩაერიცხა. მამაკაცმა თანხის მირებისთანავე აცნობა კომპანიას და უთხრა, რომ დილით ბანკში მივიდოდა. თუმცა, მეორე დღეს არც სამსახურში მისულა და არც ბანკში.
მისი ადგილსამყოფელი ამ დროისთვის უცნობია. კომპანია აპირებს, ყოფილ თანამშრომელს თანხის მითვისებისთვის სასამართლოში უჩივლოს.