„სახლში ნახეს გარდაცვლილი...“ - ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია
1779479477
რამდენიმე თვის წინ მტკვარში მომხდარ ტრაგიკულ ავარიას 25 წლის უტა ელიავა ემსხვერპლა. ახალგაზრდა მამაკაცს მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი დარჩა.
უტას და, ანა ელიავა, გადაცემაში პრაიმშოუ სტუმრად იმყოფებოდა, სადაც ძმა ემოციურად გაიხსენა და იმ მძიმე დღეზე ისაუბრა, როდესაც ოჯახის წევრებმა ტრაგედიის შესახებ შეიტყვეს.
ავარიას სამი ადამიანი ემსხვერპლა, ერთი კი გადარჩა, ხოლო უტას ცხედარი მაშველებმა მეორე დღეს დილით იპოვეს.
„დილით გავიგე ყველაფერი. სოციალურ ქსელში ვნახე პოსტი და ასე შევიტყვე. ახლობლები არ მპასუხობდნენ. სახლში მოვიდნენ, მამა და ჩემი რძალი წაიყვანეს და უთხრეს, თითქოს ბაბუა ცუდად იყო. მამაჩემი ყვიროდა - „ხომ არ ამოვწყდითო“, — იხსენებს ანა ელიავა.
მისივე თქმით, უტა განსაკუთრებული ადამიანი იყო — კეთილი, ზრდილობიანი და ოჯახზე უზომოდ მზრუნველი.
„უტა ჩემთვის ერთადერთი ძალა და იმედი იყო. მის გარეშე ცხოვრება ვერ წარმომედგინა,“ — ამბობს ის.
ანა ელიავამ ასევე ისაუბრა უტასა და მისი მეგობრის, გიორგის განსაკუთრებულ მეგობრობაზე და აღნიშნა, რომ მათ შორის უთანხმოება არასდროს უნახავს.