პედიატრი ინგა მამუჩიშვილი მოსახლეობას აფრთხილებს
1752496100
კომპანია “ბადაგონი” ღრმა მწუხარებას გამოთქვამს დამსახურებული მეღვინის, ენოლოგის, ამპელოგრაფის, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორის, მევენახეობისა და მეღვინეობის საერთაშორისო აკადემიის ნამდვილი წევრის, ბატონი თეიმურაზ ღლონტის გარდაცვალების გამო.
ბატონ თეიმურაზს უდიდესი ღვაწლი მიუძღვის ქართული მევენახეობა-მეღვინეობის განვითარების საქმეში.
მისი მოღვაწეობა განსაკუთრებულად უკავშირდება ქვევრის ღვინოს და მისი უნიკალურობის კვლევას. განუზომელია მისი ღვაწლი ალავერდის მონასტრის მე-11 საუკუნის ისტორიულ მარანში ქვევრში ღვინის დაყენების ტრადიციის აღდგენის საქმეში.
2012–2013 წლებში იგი გახლდათ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან არსებული "ქვევრში ღვინის დაყენების უძველესი ქართული ტრადიციული მეთოდის” ნომინაციის შემდგენელი კომისიის წევრი. იგი ასევე სათავეში ედგა კახეთის ვაზის ზოგიერთი მცირედ გავრცელებული და დაკარგვის პირას მისული ჯიშების ტექნოლოგიური შესაძლებლობების მეცნიერულ კვლევას.