„ასეთ ლამაზ ზღაპარს, ასეთი საშინელი დასასრული არ უხდება...“ - 21 მარიკო ლოქაბიძეს ემშვიდობებიან

მარიკო

კლინიკაში გარდაცვლილ ახალგაზრდას, რომელიც ლოტკინზე მომხდარი აფეთქების დროს დაშავდა, ემშვიდობებიან. 

21 წლის მარიკო ლოქაბიძეს ახლობლები და მეგობრები სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტებს უძღვნიან.

მჯეროდა, რომ ყველაფერი კარგად დამთავრდებოდა… ხელები მიკანკალებს შენზე წარსულში როგორ ვწერო… ნეტა ეს არ გამეგო, ღმერთო. რა საშინელი ცხოვრებაა, არ მინდა დავიჯერო შენი წასვლა, მარი. ჩემი გული წავიდა ღმერთთან. ჩემო პატარა, იცოდე სულ ჩემს გულში იქნები მთელი ცხოვრება. ძალიან დამწყვიტე გული შენი წასვლით. რა იქნებოდა ასე რომ არ დამთავრებულიყო ყველაფერი… უფალმა ნათელში გამყოფოს, ჩემო სიყვარულო. სულ ყურებში ჩამესმის შენი ხმა, მარი. რატომ დაგვტოვე და წახვედი, რატომ… მიყვარხარ და მეყვარები. ყველა ერთად გატარებული დღე თვალწინ მიდგას, დღევანდელივით მახსოვს და კიდევ რამდენი დღე უნდა ყოფილიყო ასეთი. რა სასტიკი ცხოვრებაა. ის დღე დღევანდელივით მახსოვს, შენ რომ გაგიცანი, როგორი ძალიან პატარები ვიყავით. ამით არ დამთავრებულა – ერთმანეთს ისევ შევხვდებით, მარი. ის დღე არ დამავიწყდება, მე და შენ რომ სიხარულს და ტკივილს ერთად ვიზიარებდით. იცოდე, შენ მთელი ცხოვრება ჩემს გულში იქნები, ჩემთან იქნები, ცოცხალი ხარ ჩემთვის და ძალიან მიყვარხარ. გამძლეობა დედაშენს და შენს ოჯახს, მარი. შეხვედრამდე, ჩემო ღიმილა გოგო“;

ასეთ ლამაზ ზღაპარს ასეთი საშინელი დასასრული არ უხდება. შოკი… რატომ, ღმერთო, რატომ? შენ ალბათ იქ გააგრძელებ შენს ზღაპარს, მაგრამ აქ დარჩენილებს, ოჯახის წევრებს და ახლობლებს რას უპირებ? არ არსებობს სიტყვები, რომელიც ამ მწუხარებას გამოხატავს“;

„ნუთუ, ასე მალე დასრულდა თქვენი ბედნიერი დღეები, ბავშვებო... ჯერ ხომ დასაწყისი იყო, მარიკო. გამძლეობა ოჯახს.“

მარიამ ლოქაბიძე აგარიდან იყო, თბილისში, ლოტკინის დასახლებაში საცხოვრებელი სახლის აფეთქებისას, 24 სექტემბერს დაშავდა.

მძიმე დამწვრობით ის ამ დრომდე კლინიკაში გადიოდა მკურნალობის კურსს.

აფეთქების ფაქტზე შსს გამოძიებას აგრძელებს.