ლოცვა, რომელიც ხარების დღესასწაულზე იკითხება
1775503911
პოლიტიკოს გოგი წულაიასთვის გასული წელი მძიმე იყო. ის სკანდალში გაეხვია და ციხეში აღმოჩნდა ქალისთვის ფიზიკური ტკივილის მიყენების ბრალდებით. მან პატიმრობაში ექვსი თვე გაატარა, შემდეგ კი საპროცესო გარიგებით დატოვა ციხე და საფრანგეთში, ემიგრაციაში წავიდა. რამდენიმე ხნის წინ კი, ცოლ-შვილიც მასთან ჩავიდა.
„შვილებისთვის ასე ვამჯობინეთ. სამწუხაროა, მაგრამ მიწევს თქმა, რომ საქართველოში შვილებისთვის მომავლის შექმნა შეუძლებელია. გადავწყვიტეთ, გამოვრიდებოდით ქვეყანას, რომლის ხელისუფალნიც ჩემი პოლიტიკური საქმიანობით, რბილად რომ ვთქვა, მოხიბლულები არ იყვნენ… ვიდრე ესენი იქნებიან ხელისუფლებაში, ჩემს ადგილს საქართველოში ვეღარ ვხედავ…
აქ ფრანგული სახელმწიფო სიკვდილის და შიმშილის საშუალებას არ მოგცემს. ვერ წარმოიდგენთ, რა თანხას ხარჯავენ, თუნდაც საქართველოდან ჩამოსული ადამიანები, რომლებიც ავად არიან. აქ 80% სამკურნალოდ არის ჩამოსული და მათ უდიდესი ყურადღება ექცევათ…“, - ამბობს წულაია ჟურნალ „სარკესთან“.
ლოცვა, რომელიც ხარების დღესასწაულზე იკითხება
1775503911
რომელი ლოცვა აღარ იკითხება დღეიდან
1775419264
საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
1775502497