ქართველმა ფრენბურთელებმა სომხეთის ნაკრებს 3:1 მოუგეს

ჰჯ

 საქართველოს ფრენბურთის 20 წლამდელ გოგონათა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი გამარჯვებით დაიწყო! ქართველმა ფრენბურთელებმა რუსთავის სპორტის სასახლეში, დაძაბულ ბრძოლაში, სომხეთის ნაკრებს ანგარიშით 3:1 სძლიეს.

22-25 ოქტომბერს რუსთავი აღმოსავლეთ ევროპის ფრენბურთის ზონალური ასოციაციის ეგიდით, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირს მასპინძლობს. შეჯიბრებაში რეგიონის ექვსი ქვეყნის 20 წლამდელ გოგონათა ეროვნული ნაკრებები მონაწილეობენ.

საქართველოს ნაკრებს მომდევნო მატჩები უკრაინისა და ესტონეთის წინააღმდეგ ელოდება.

საქართველოს ფრენბურთის 20-წლამდელ გოგონათა ნაკრების წევრი, ქეთევან მჭედლიშვილი აცხადებს, რომ იყო დაძაბული მომენტებიც, თუმცა მაქსიმალურად ეცადნენ, რომ გაემარჯვათ.

"თამაში საკმაოდ კარგად დასრულდა, დავამარცხეთ სომხეთის ნაკრები. იყო დაძაბული მომენტებიც, მაგრამ ვეცადეთ ყველაფერი გამოგვესწორებინა და საბოლოო ჯამში დავამარცხეთ სომხეთის გუნდი და მოვიგეთ", - აცხადებს ქეთევან მჭედლიშვილი.be

✕