თეა დარჩია მიმართვას ავრცელებს
1780164183
დერმატო-ვენეროლოგი, ზაზა თელია, გადაცემაში "დილა მშვიდობისა საქართველო" საუბრობს იმ გვერდითი ეფექტების შესახებ, რომლებიც შესაძლოა, წნევის წამლების მიღებამ გამოიწვიოს:
წნევის წამლების სხვისი რეკომენდაციით მიღება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება.
ძალიან ცნობილი და ხშირი შემთხვევაა - "მეზობელმა მირჩია, წნევა გაქვს და კაპტოპრილი მიიღეო". აი, კაპტოპრილი, "პრილი", ზუსტად ამ აგე-ინჰიბიტორების, ამ კლასის ერთ-ერთი წამალია და მისი თვითნებურად მიღება არ შეიძლება. აუცილებელია, რომ ექიმმა დანიშნოს.
ხშირი გვერდითი ეფექტები ვთქვათ, რაც ამ წამალს ახასიათებს:
მშრალი, შემაწუხებელი ხველა. რატომ ხველა - იმიტომ, რომ ეს ენზიმი, როგორც ვთქვით, რეალურად ფილტვებშია და, შესაბამისად, ერთ-ერთი გვერდითი ეფექტი შეიძლება ეს იყოს. განსაკუთრებით ეს აგე-ინჰიბიტორებს ახასიათებს. ხველა არ არის დაკავშირებული ვირუსთან, ინფექციასთან ან გაციებასთან და ხველის საწინააღმდეგო სიროფებით ადამიანი ამ ხველას ვერაფერს ვერ უზამს. ანუ, რისი თქმა მინდა: თუ ადამიანი წნევის წამალს იღებს, იმ წამალში არის "პრილი" და პაციენტს ქრონიკული ხველა დაეწყო,ნორმალური არ არის, გვერდითი ეფექტია და ეს წამალი ექიმმა აუცილებლად უნდა შეცვალოს.
თუ წამალი არ შეიცვლება, ხველა არ გაივლის.
წნევის წამალი სიმპტომური პრეპარატია. ამიტომ, მიდგომა - წნევა გვაქვს და დავლიოთ, ხოლო როცა არ გვაქვს, არ დავლიოთ - არასწორია. წნევის მედიკამენტი ისეთი საშუალებაა, რომელიც პაციენტმა მთელი ცხოვრების განმავლობაში, მუდმივად უნდა მიიღოს.
მეორე ჯგუფის, მეორე კლასის წამლებზე გადავიდეთ, რომლებსაც კალციუმის არხის ბლოკატორები ეწოდება.
მათი დასახელება, როგორც წესი, "დიპინით" მთავრდება, მაგალითად: ამლოდიპინი... ანუ, ყველაფერი, რაც "დიპინზე" მთავრდება, კალციუმის არხის ბლოკერია. პაციენტმა ამას ყურადღება უნდა მიაქციოს, რომ გაიგოს, თუ რა შედის შემადგენლობაში. რაც შეეხება ხშირ გვერდით ეფექტებს, ეს სიმპატიკურ ნერვულ სისტემაზე მოქმედი პრეპარატია. მას ქვედა კიდურების, კოჭებისა და წვივების უპირატესად შეშუპება ახასიათებს. ანუ, თუ პაციენტმა წამლის მიღება დაიწყო და ფეხების შეშუპება დაეწყო, ეს სწორედ "დიპინის", ანუ კალციბლოკატორის ბრალია.
ძირითადად, გვერდითი ეფექტი დღეების ან კვირების განმავლობაში ვლინდება.
აქ რეალურად სითხის გადანაწილების პრობლემასთან გვაქვს საქმე. ამასთანავე, გულისა და თირკმლის უკმარისობა ამ შეშუპების მიზეზს არ წარმოადგენს. ჩვენ ვიცით, რომ გულისა და თირკმლის უკმარისობამ იცის ფეხების შეშუპება, მაგრამ აქ ეს სხვა მექანიზმით ხდება. ასევე, ერთ-ერთი გვერდითი ეფექტი შეიძლება წამოწითლება იყოს, როდესაც სახეზე ან გულმკერდის არეში კანის წითლდება.
როგორც წესი, თუ ეს გვერდითი ეფექტი შეშუპების სახით განვითარდა, მნიშვნელოვანია, რომ პრეპარატი შეიცვალოს, ანუ კალციბლოკატორი სხვა წამლით ჩანაცვლდეს. ბევრი ალტერნატიული წამალი არსებობს და შეიძლება ისეთი პრეპარატი დაინიშნოს, რომელიც ამ გვერდითი ეფექტისგან თავისუფალი იქნება.
ახლა მესამე ჯგუფზე გადავიდეთ. ესენია ეგრეთ წოდებული შარდმდენები, ანუ დიურეტიკები, რომლებიც რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემაზე მოქმედი პრეპარატებია. ხშირი გვერდითი ეფექტი, რა თქმა უნდა, გახშირებული შარდვა შეიძლება იყოს. ორი ტიპის შარდმდენი არსებობს: კალიუმის შემნახველი და ისეთი, რომელსაც ორგანიზმიდან მისი გამოდევნა ახასიათებს. თუ პაციენტს ისეთი შარდმდენი აქვს დანიშნული, რომელიც კალიუმს დევნის, მასთან შეიძლება ჰიპოკალემია, ანუ კალიუმის დონის შემცირება განვითარდეს. ამიტომ ამ საკითხს ყურადღება უნდა მიექცეს. მაგრამ თვითნებურად ამის გაკეთება კატეგორიულად არ შეიძლება. მე მყოლია პაციენტი, რომელსაც, სამწუხაროდ, ფარმაცევტმა მისცა ასეთი რჩევა, რადგან თავად არ იცოდა ეს საკითხი: პაციენტი კალიუმშემნახველ შარდმდენს იღებდა და მან კალიუმის დამატება ურჩია…
ყიდვის დროს, როდესაც ეს პაციენტი კალიუმის შემნახველ შარდმდენ პრეპარატს ყიდულობდა, ფარმაცევტმა უთხრა - ეს შარდმდენია, კალიუმი დაგივარდებათ და თავად კალიუმიც მიიღეთო. ამ დროს კი, პირიქით, მაღალი რისკია, რომ ჰიპერკალემია, ანუ ორგანიზმში კალიუმის ჭარბი დაგროვება მოხდეს, რამაც შეიძლება ადამიანს გულიც კი გაუჩეროს. ამიტომ ისეთი რჩევის მიცემა, რომელიც რეალურად არ იციან, არ შეიძლება.
ნახეთ, ვიდეო:
თეა დარჩია მიმართვას ავრცელებს
1780164183
7 პროდუქტი, რომლებიც კიბოს უჯრედებს აქრობს
1737397144