პოლონეთში ქართული მაფიის შვიდი წევრი დააკავეს, მათ შორის ერთი ქალი და ერთი ე.წ. ,,კანონიერი ქურდია“
1747487599
აითაჯ მამედოვას, რომელის ცხედარი რამდენიმე დღის წინ მაშველებმა მტკვარში იპოვეს, სტუდენტები ემშვიდობებიან. სოციალურ ქსელში სამძიმრის წერილს თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობა ავრცელებს:
„თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობა უსამძიმრებს ჩვენი თანაუნივერსიტეტელის აიტაჯ მამედოვას ოჯახის წევრებს, მეგობრებსა და თანაკურსელებს“, – წერს სტუდენტური თვითმმართველობა.
14 მაისს, ნოე ჟორდანიას სახელობის სანაპიროდან მტკვარში გადავარდნილი ავტომობილისა და მასში მყოფი ახალგაზრდების სამძებრო ოპერაციის მიმდინარეობის დროს, მაშველებმა მტკვარში ქალის ცხედარი იპოვეს.
მედიაში, ოჯახის წევრებზე დაყრდნობით გავრცელებული ინფორმაციით, ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ ცხედარი ეკუთვნის გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ქოსალის მკვიდრს, 21 წლის აიტაჯ მამედოვას, რომელიც პირველი აპრილის ღამეს, მშვიდობის ხიდიდან მტკვარში გადავარდა და მას შემდეგ ეძებდნენ. ოჯახის ცნობით, აითაჯი მეგობრის დაბადების დღის აღსანიშნავად იყო წასული.