„ჩემი, ჩემი, ჩემი - ეს ყველაფერია“ - რა ფოტოს აქვეყნებს სანდრო მიკუჩაძე
1778525751
ახალი მეტა-ანალიზის მიხედვით, ასაკში წაქცევა დემენციის რისკს საგრძნობლად ზრდის. დაკვირვების ფარგლებში მეცნიერებმა 3 მილიონი ადამიანის მონაცემები შეისწავლეს.
აღმოჩნდა, რომ 40 წლის ასაკის შემდეგ ერთხელ დაცემის შემთხვევაშიც კი სამომავლო დემენციის რისკი 20%-ით იზრდება; რამდენჯერმე დაცემის შემთხვევაში კი - 74%-ით.
რატომაა ამხელა კავშირი დემენციასა და წაქცევას შორის? ამას მეცნიერები 3 შესაძლო მექანიზმით ხსნიან.
პირველი ისაა, რომ წაქცევა იმ ტრავმებს იწვევს, რომლებსაც დემენციამდე მივყავართ. იმის გათვალისწინებით, რომ უკვე არსებობს მტკიცებულება თავის ტრავმებსა და დემენციას შორის, ეს განსაკუთრებით ყურადსაღები ხდება.
მეორე შესაძლებლობა ისაა, რომ დაცემა დემენციის განვითარებას პირდაპირ იწვევს ან აჩქარებს. ეს განსაკუთრებით თავსებადია იმ მიგნებასთან, რომ მეტჯერ წაქცევა დემენციის რისკს ზრდის.
მესამე ახსნა ე.წ. საერთო მიზეზის ჰიპოთეზაა. შესაძლოა, ნეიროდეგენერაცია ფორმალური დიაგნოზის მიღებამდე დიდი ხნით ადრე იწყება. ხოლო ეს პრობლემები წაქცევის ალბათობასაც ზრდის.