3 რამ თქვენი ქორწინების შესახებ, რაც საუკეთესო მეგობარმაც არ უნდა იცოდეს

განქორწინება

წაიკითხეთ სამი რამ, რაც მეგობრებმა არ უნდა იცოდნენ თქვენი ქორწინების შესახებ:

1. ინტიმური დეტალები თქვენი პირადი ცხოვრებიდან

ალბათ, დაოჯახებამდე თქვენი მომავალი მეუღლის ინტიმური შეხვედრების ყველა დეტალს მეგობრებს უზიარებდით. ახლა, როცა დაქორწინებული ხართ, მეუღლე შეიძლება მოელის, რომ ზოგიერთ განცდებს საიდუმლოდ შეინახავთ.

ზოგიერთ წყვილს აქვს საიდუმლოებები, რომელთა დამალვასაც ერთი მათგანი მაინც იმედოვნებს მეგობრებისა და ოჯახისგან. ეს შეიძლება იყოს საყვარელი პოზა, სიხშირე ან მსგავსი რამ.

2. თქვენი მეუღლის შემოსავალი და ვალები

ფული ხშირად პირად საკითხად ითვლება. ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციის კვლევის თანახმად, ერთ-ერთი ყველაზე დიდი თემა, რის გამოც წყვილები ჩხუბობენ, ფულია.

თქვენმა პარტნიორმა შეიძლება უხერხულობა იგრძნოს, თუ ისაუბრებთ იმაზე, რამდენს გამოიმუშავებს ის ან რამდენი ვალი აქვს. გარდა ამისა, გარკვეული ფინანსური სტატისტიკის გამჟღავნებამ შეიძლება თქვენს მეგობრებს დისკომფორტი შეუქმნას, მათი სიტუაციიდან გამომდინარე.

შემოსავლების ან ვალების შესახებ ინფორმაციის გაზიარება ბუნებრივ თემად გვეჩვენება, მაგრამ როდესაც შეამჩნევთ, რომ მეგობრები უცნაურად იქცევიან, უნდა მიხვდეთ, რომ თქვენი შემოსავლის გამჟღავნებამ მათ დისკომფორტი შეუქმნა. უმჯობესია საერთოდ მოერიდოთ ფულზე საუბარს.

3. ყველაფერი, რისი საიდუმლოდ შენახვაც გთხოვეს

შესაძლოა, თქვენმა პარტნიორმა გაგიზიარათ რაღაც და შემდეგ გთხოვათ, რომ ეს საიდუმლოდ შეინახოთ. მეგობრებთან ჭორაობის ცდუნების მიუხედავად, უმჯობესია, ზოგიერთი საიდუმლო თქვენ ქორწინებაში წმინდად შეინახოთ.