ზურიკო დავითაშვილის შესანიშნავი თამაში და გოლი სტრასბურის კარში

ზურიკო დავითაშვილი

ზურიკო დავითაშვილის სენტ ეტიენი სტრასბურს სტუმრად ეთამაშება, ზურიკომ მე-19 წუთზე ბრწყინვალედ ითამაშა და ანგარიში გაათანაბრა.

ზურიკო დავითაშვილის სენტ ეტიენი ლიგა 1-ის 31-ე ტურში სტუმრად სტრასბურს ეთამაშება. ზურიკომ შეხვედრის მე-19 წუთზე ბრწყინვალედ იმოქმედა და მასპინძელთა კარი აიღო. ქართველმა შემტევმა ანგარიში გაათანაბრა. სტრასბური უკვე მე-7 წუთზე დიეგო მორეირას გოლით იგებდა.

ზურიკომ ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში მერვე გოლი გაიტანა. ქართველ შემტევს 7 საგოლე გადაცემაც დაუგროვდა. სენტ ეტიენი ლიგა 1-ში დარჩენისთვის იბრძვის და თითოეულ ქულას დიდი მნიშვნელობა აქვს.