1753705302
თავდაცვის სამინისტროს ყოფილ მაღალჩინოსნებს ბრალს დღეს წარუდგენენ

დღეს ბრალს წარუდგენენ თავდაცვის სამინისტროს ყოფილ მაღალჩინოსნებს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 2023 წელს დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის ფაქტზე, თავდაცვის ყოფილი მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძის მოადგილე, გიორგი ხაინდრავა, სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ვლადიმერ ღუდუშაური და თავდაცვის მაშინდელი მინისტრის ახლო ნათესავი დააკავა.
უწყების ცნობით, საქმე ეხება წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვას.
საუბარია, ყალბი საგადასახადო დოკუმენტებით, სამედიცინო აპარატურის რამდენჯერმე შესყიდვაზე, რის შედეგადაც ტექნიკის ფასი რამდენჯერმე გაიზარდა, სახელმწიფოს კი 1 300 000-ზე მეტის ზიანი მიადგა.
დაკავებულებს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.